პენტაგონმა კონგრესს განუცახდა, რომ უკრაინისას დამატებით $300 მილიონის სამხედრო აღჭურვიობას გადასცემს.
აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენთის განცხადებაში ნათქვამია, რომ "დახმარების ახალი პაკეტი ასახავს აშშ-სა და უკრაინას შორის კონტრაქტის დასაწყისს, რათა გაზარდონ უკრაინული შეიარაღებული ძალების შესაძლებლობები"
დახმარების პაკეტი ლაზერულად მართვად სარაკეტო სისტემებს, ტაქტიკურ დრონებს, ჰამვისებს, ღამის ხედვის სათვალეებს, ტყვიამფრქვევებსა და სამედიცინო აღჭურვილობას მოიცავს.
ამ დრომდე უკრაინას აშშ-მ ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში უსაფრთხოებითვის $2,3 მილიარდი გამოუყო, ხოლო უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ $1,6 მილიარდი.
რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.
ასევე წაიკითხეთ